|
აჭარის
ზღვის
კლიმატური
კურორტებისგან
განსაკუთრებული
მიკროკლიმატით
გამოირჩევა
კურორტი
ქობულეთი,
რომელიც
მდებარეობს
აჭარა-ახალციხის მთიანეთის
სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის
დაბლობზე, ქ.
ბათუმიდან 25 კმ.-ის
დაშორებით. იგი
საქართველოს
შავიზღვისპირეთის
კურორტებიდან ყველაზე
ახლოს
მდებარეობს
ზღვასთან და
ზღვის
დონიდან
მხოლოდ
3-4
მეტრის
სიმაღლეზეა
განლაგებული. კურორტის
ძირითადი სამკურნალო
ფაქტორია შავი
ზღვის
თბილი
და
ტენიანი
კლიმატი.
მაქსიმალური თერაპიული
ეფექტის
მისაღებად
აქ
ერთმანეთთანაა
შეთავსებული
თალასოთერაპია
და
სხვა
სამკურნალო პროცედურები.
კურორტი
ქობულეთი
საქართველოს
შავიზღვისპირეთის
მნიშვნელოვანი
ტურისტული
ცენტრია.
დამსვენებლებს
იზიდავს
მისი
საყოველთაოდ
ცნობილი
წვრილქვიშიანი
მრავალკილომეტრიანი
პლიაჟი,
რომელიც
ძალიან
მოსახერხებელია
მზის
აბაზანების მისაღებად.
პლიაჟები
კეთილმოწყობილია:
გარდა
საშხაპეებისა,
ქოლგებისა,
შეზლონგებისა
და
უშუალოდ
პლიაჟზე
ჩადგმული კაფე-ბარებისა, აქ
ფუნქციონირებს
მრავალი
წყლის
ატრაქციონი.
ქობულეთის მშვენებაა
ზღვისპირა პარკი,
რომელშიც თქვენ
გაერთობით სპორტულ
მოედნებზე, საზაფხულო
კაფე-ბარებში,
ბუნგალოებსა
და
დისკო-კლუბებში.
Kobuleti is
distinguished with its particular microclimate among other climatic
resorts. It is situated south-west to the Adjara-Akhaltsikhe
highland, on Kolkheti plain, 25 km from Batumi. It is only 3-4 m
above sea-level. The main medicinal factor of the resort is the warm
and humid climate of the Black Sea. In order to produce maximum
therapeutic effect, thalassotherapy and other medicinal procedures
are successfully combined here.
Kobuleti is an important tourist centre on
the Georgian Black Sea littoral. The holiday-makers are particularly
attracted by its famous long sandy beach which is very convenient
for sunbathing. The beach is comfortable: besides showers,
umbrellas, deck-chairs and cafe-bars, there are a lot of water
attractions too. Kobuleti has a beautiful seaside park where you can
enjoy yourself on playgrounds, summer cafe-bars, bungalows and
disco-clubs.
  
კურორტი
ციხისძირი
მდებარეობს
ბათუმის
ჩრდილოეთით,
მისგან
17 კმ.-ის
დაშორებით.
ის
გაშენებულია
ზღვის
დონიდან
60-90 მ.-ის
სიმაღლეზე,
ციხისძირის
მაღლობზე,
რომლის
კალთებიც
ციცაბოდ
ეშვებიან
ზღვაში
და
ქმნიან
ციხისძირის
კონცხს.
ზღვაში
შეჭრილი
კონცხი
პლიაჟს
ორ
ნაწილად
ჰყოფს.
ციხისძირის
ჰავის
უნიკალურობა
იმაში
მდგომარეობს,
რომ
ის
ზღვისა
და
მთის
ჰაერის
ნარევს
წარმოადგენს.
აქ
ზაფხულობით
უფრო
გრილა,
ზამთარში
კი
უფრო
თბილა,
ვიდრე
ბათუმსა
და
მახინჯაურში.
ციხისძირის
ტერიტორია
უძველესი
დროიდან
იყო
დასახლებული.
ის
დასავლეთ
საქართველოს,
კერძოდ
ეგრისის
სამეფოს
ისტორიული
ციხე-ქალაქია.
ხელსაყრელი
სამხედრო
და
ეკონომიკური
მდებარეობის
გამო,
აქ,
ჯერ
კიდევ
VI
საუკუნეში,
ბიზანტიის
იმპერატორმა
იუსტინიანემ
ქალაქი
გააშენა,
რომელსაც
პეტრა
ეწოდებოდა.
ქალაქის
ტერიტორიაზე
გადიოდა
ვიწრო
ზღვისპირა
გზა,
რომელიც
დასავლეთ
საქართველოს
ბიზანტიასთან,
ირანთან
და
სომხეთთან
აკავშირებდა.
ციხისძირის
მწვანით
შემოსილ
ფერდობებზე,
მის
ულამაზეს
ბაღებსა
და
პარკებში,
განლაგებულია
სანატორიუმები
და
დასასვენებელი
სახლები,
რესტორნები,
კაფე-ბარები
და
ბუნგალოები.
პლიაჟები
კეთილმოწყობილია,
ფუნქციონირებენ
ზღვაზე
სასეირნო
სატრანსპორტო
საშუალებებიც,
რომლებიც
განუმეორებელ
განცდას
მოგანიჭებენ
და
წარუშლელი
შთაბეჭდილებებით
გაამდიდრებენ
თქვენს
ცხოვრებას.
Tsikhisdziri is situated 17 km north to Batumi. It is stretched
60-90 m above sea-level on the Tsikhisdziri height the sides of
which slope down steeply into the sea and form Tsikhisdziri cape.
The intruded cape divides the beach into two parts.
The uniqueness of Tsikhisdziri climate lies in the fact that it
represents the mixture of sea and mountain air. It is cooler in
summer and warmer in winter than in Batumi and Makhinjauri.
The Tsikhisdziri territory has been settled since the ancient times.
It was a historic city-fortress of Egrisi kingdom in Western
Georgia. Owing to its preferable military and economic location the
Byzantine Emperor Justinian built the city called Petra here as
early as in the VI century. The city territory was traversed by the
narrow coastal road which connected West Georgia to Byzantine, Iran
and Armenia.
There are a lot of sanatoriums, rest-homes, restaurants, cafe-bars
and bungalows in beautiful gardens and parks or on the green slopes
of Tsikhisdziri. The beaches are comfortable. The enjoyable boating
facilities will enrich your life with unforgettable impressions.
  
ქობულეთის
რაიონის
სოფელ
ციხისძირის
ტერიტორიაზე
მდებარეობს
უძველესი
ისტორიული
ციხე-ქალაქის
- პეტრას
ნანგრევები.
ის
ახალი
წელთაღრიცხვის
VI
საუკუნით
თარიღდება.
ეს
ტერიტორია
ისტორიულად
ერთ-ერთი
ქართველური
ტომის
-
ლაზების
სამოსახლო
იყო.
უნიკალური
სამხედრო-სტრატეგიული
და
სავაჭრო-ეკონომიკური
მდებარეობის
გამო
ბიზანტიის
იმპერატორმა
იუსტინიანემ
აქ
ქალაქი
გააშენა.
ქალაქის
ტერიტორიაზე
გადიოდა
უმნიშვნელოვანესი
სახმელეთო
გზა,
რომელიც
ერთმანეთთან
აკავშირებდა
დასავლეთ
საქართველოს,
ბიზანტიის
პროვინციებს,
ირანს
და
სომხეთს.
ასევე
კარგად
იყო
განვითარებული
საზღვაო-საკაბოტაჟო
ნაოსნობა.
შუა
საუკუნეებისათვის
პეტრას
ციხე
იმდენად
მიუდგომელი
გახდა,
რომ
მას
ქაჯეთის
ციხე
უწოდეს.
პეტრა
შთამბეჭდავია
და
ფიქრთააღმძვრელი.
ამ
ამაყი
კედლებიდან
თქვენ
ჩვენი
წინაპრები
გადმოგყურებენ,
რომლებიც
მუდამ
ხმალამოწვდილნი
ებრძოდნენ
მტერს
და
მშობლიურ
მიწასა
და
ღირსებას
უნარჩუნებდნენ
შთამომავლობას.
The
ruins of the ancient historical city-fortress Petra is located in
the village of Tsikhisdziri, Kobuleti region. It dates back to VI
c.AD. Historically this territory was the settlement place of one of
the Kartvelian tribes – Lazes. The Byzantine Emperor Justinian built
a city here because of the unique military-strategic and
trade-economical location. The city was crossed by the essential
road connecting Western Georgia, Byzantine provinces, Iran and
Armenia. Navigation was also very well-developed. Petra fortress
became so inaccessible by the Middle Ages that it was even called
“Kajeti Fortress” (the fortress of the kajis). Petra is impressive
and thought-provoking. Our ancestors watch us from these proud
walls, the ancestors who constantly fought against the enemies and
preserved motherland and dignity to the posterity.

|